სტანდარტული გაკვეთილის გეგმა 1
საგანი: გეოგრაფია
საგნის მასწავლებელი: თინათინ ოსიაშვილი
პირადი ნომერი:
სწავლების საფეხური: საბაზო
კლასი: მე - 8
მოსწავლეთა რაოდენობა: 25, მათ შორის,1 შშმ მოსწავლე
დრო:45წთ
გაკვეთილის თემა: ევრაზიის შიდა წყლები, ჰავა და ცოცხალი სამყარო
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლებმა:
· შეძლონ ფიზიკურ რუკაზე ორიენტირება : მდინარეების, ტბების, კლიმატური სარტყლებისა და ბუნებრივი ზონების ჩვენება.
· განათავსონ ინფორმაცია კონტურულ რუკაზე და სხვადასხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე.
· დააჯგუფონევრაზიის მდინარეები ოკეანის აუზების მიხედვით.
· შეუსაბამონ ჰაერის მასები კლიმატურ სარტყლებს;
· იმსჯელონ ევრაზიის ჰავის მრავალფეროვნებაზე;
· ატლასის მიხედვით დაადგინონ ბუნებრივი ზონებისა და კლიმატური სარტყლების შესაბამისობა და წარმოადგინონ ცხრილის სახით.
· იმსჯელონ ბუნებრივი ზონების ათვისებასა დაადამიანის სამეურნეო საქმიანობაზე;
შშმ მოსწავლემ:
· შეძლოს ევრაზიის კონტინენტის ჩვენება ატლასში (ნახევარსფეროების რუკაზე);
· შეძლოს კონტურულ რუკაზე ხმელეთისა(ყავისფერი ფანქრით) და წყლის (ცისფერი ფანქრით)გაფერადება;
წინარე ცოდნა:მოსწავლეები ორიენტირებენ ფიზიკურ რუკაზე ,იციან თემატურ რუკებსა დაკონტურულ რუკაზე მუშაობა.
შშმმოსწავლე უჩვენებს ხმელეთსა და წყალს,იცის ჩრდილო ამერიკისკონტინენტის ჩვენება.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო წთ
| ||||||||||||||||||
1
2
|
საორგანიზაციო საკითხები
საშინაო დავალების გამოკითხვა.
მოსწავლეებს წყვილებში ვურიგებ სტიკერებზე დაწერილ ევრაზიის კონტინენტის: მთებს, დაბლობებს, ზეგნებს, კუნძულებს, ნახევარკუნძულებს, ზღვებს,სრუტეებს, ყურეებს. ვთხოვ,ჯერ დაახარისხონ და განათავსონ ცხრილის - ,,ევრაზიის“ შესაბამის გრაფაში და შემდეგ აჩვენონ ფიზიკურ რუკაზე.
შშმ მოსწავლეს ვთხოვ ატლასში (ან მსოფლიოს ნახევარსფეროების ფიზიკურ რუკაზე) მოძებნოს სამხრეთ ამერიკის კონტინენტი.
|
რუკაზე მუშაობა,
|
წყვილებში
ინდივიდუალურად
|
მსოფლიოს ნახევარსფეროების ფიზიკური რუკა,
ატლასი.სტიკერები, ცხრილი,
|
1 წთ
2 წთ
| ||||||||||||||||||
3
|
გაკვეთილის მიზნის გაცნობა.
ვაცნობ გაკვეთილის მიზანს, აქტივობებსა და შეფასების რუბრიკებს.
|
მთელ კლასი
|
ფლივჩარტები
|
1 წთ
| |||||||||||||||||||
4
|
წინარე ცოდნის გააქტიურება.
გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე, წინასწარ შექმნილ თითოეულ ჯგუფებს ვაძლევ დავალებას. ვურიგებ ფლივჩარტს,რომელზეცარის სქემა ,,ვიცი, ვისწავლე,მაინტერესებს“. ვუთითებ დავალების შესასრულებლად განსაზღვრულ დროს, ვაძლევ მკაფიო ინსტრუქციას - შეავსონ სქემის პირველი გრაფა,რისთვისაც მათ უნდა გაიხსნონ და პირველ სვეტში ჩაწერონ რა იციან,ან ჰგონიათ,რომ იციან მოცემული საკითხის შესახებ.
I ჯგუფი:რა იცით ევრაზიის ჰიდროსფეროს შესახებ?
II ჯგუფი: რა იცით ევრაზიის კლიმატის შესახებ?
III :ჯგუფი: რა იცით ევრაზიის ცოცხალი სამყაროს შესახებ?
|
სქემა ,,ვიცი, ვისწავლე, მაინტერესებს“.
|
ჯგუფებში მუშაობა
|
ფლივჩარტები.საწერი კალმები, თაბახის ფურცლები.
|
3 წთ
| ||||||||||||||||||
5
|
ჯგუფებში შესრულებული დავალების პრეზენტაცია
|
ვერბალური
|
ჯგუფები
|
ფლივჩარტიები, წებოვანა
|
3წთ
| ||||||||||||||||||
6
|
ახალ მასალაზე მუშაობა.
მოსწავლეები დამოუკიდებლად, ჯგუფურად შეძლებენ ახალ მასალაზე დაყრდნობით უპასუხონ დავალებებს.ჯგუფებს ვურიგებ ბარათებზე დაწერილ დავალებებს და ვაძლევ მკაფიო ინსტრუქციას მიცემულ დავალებებთან დაკავშირებით.ვახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს, შეფასების რუბრიკასა და ვუთითებ დროს. მოსწავლეები ჯგუფებში ირჩევენ ლიდერს,დამკვირვებელსა და პრეზენტატორს.
ვთხოვ შეავსონ სქემის მეორე გრაფა -,,ვისწავლე“ ბარათზე მითითებული დავალების შესაბამისად.
Iჯგუფი:დავალება.
1)დასახელებული მდინარეები:ვოლგა,ტიგროსი,დუნაი,განგი,ობი,ინდი,ენისეი,ამური,ლენა,ხუამხე, იანძი.დააჯგუფეთ აუზების მიხედვით და წარმოადგინეთ ცხრილის სახით.
2)მოძებნეთ კონტურულ რუკაზე შემდეგი მდინარეები:ობი,ენისეი,ლენა,იანძი,ხუანხე,ინდი,განგი,ვოლგა,დუნაი,დნეპრი,სირდარია, ამუდარია. მონიშნეთ და ლურჯი ფანქრით გაამუქეთ წყნარი ოკეანის აუზის მდინარეები;
წითელი ფანქრით ინდოეთის ოკეანის აუზისმდინარეები;
მწვანე ფერით ჩრდ. ყინულოვანი ოკეანის აუზის მდინარეები;
შავი ფერით ატლანტის ოკეანის აუზის მდინარეები;
ყვითელი ფერით შიდა ჩამონადენის აუზის მდინარეები;
3) მოძებნეთ ატლასებში და მსოფლიოს ფიზიკურ რუკაზე აჩვენეთ ევრაზიის ტბები:კასპიის, ბაიკალის, ლადოგის, ონეგის, არალის ჟენევის , ბოდენის, ბალხაშის.
4.გააანალიზეთ, რა საფრთხე ემუქრება არალის ზღვა-ტბას და რატომ?
შშმ მოსწავლის დავალება:გააფერადოს ევრაზიის კონტურულ რუკაზე ხმელეთი და წყალი.
IIჯგუფი.დავალება:
1)რომელი კლიმატური სარტლები ვრცელდება ევრაზიის კონტინებტზე.დაალაგეთ კლიმატური სარტყლები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, შეუსაბამეთ ჰაერის მასები და წარმოადგინეთ ცხრილის სახით.
2) მოძებნეთ ატლასებში და აჩვენეთ ფიზიკურ რუკაზე:1.ევრაზიის ყველაზე უხვნალექიანი და მცირე ნალექიანი ადგილები.2.ადგილები სადაც დაფიქსირებულია ყველაზე მაღალი და დაბალი ტემპერატურა.
გააანალიზეთ, რატომ მოდის ყველზე მცირე და დიდი რაოდენობის ნალექები?
3) იმსჯელეთ,რა განაპირობებს ევრაზიის კონტინენტის ჰავის მრავალფეროვნებას;
IIIჯგუფი:დავალება
1) გამოიყენეთ ატლასი და დაადგინეთ, ა.რომელი ბუნებრივი ზონები ვრცელდება ევრაზიაში და აჩვენეთ ნახევარსფერობის ფიზ. რუკაზე.
ბ.რომელ ბუნებრივ ზონაშია კონტინენტის უდიდესი ნაწილი?
2)ატლასის მიხედვით დაადგინეთ ბუნებრივი ზონებისა და კლიმატური სარტყლების შესაბამოსობა და წარმოადგინეთ ცხრილის სახით.
3)იმსჯელეთ,ევრაზიის კონტინენტის რომელი ბუნებრივი ზონაა:
ა.ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის მეტად ხელსაყრელი?
ბ.ყველაზე მეტად ათვისებული და სახეშეცვლილი ადამიანის მიერ?
გ. როგორ ფიქრობთ, რატომ?
|
კოლაბორაციული
სქემის,,ვისწავლე“-ზე მუშაობა
ცხრილის შევსება
კონტურულ რუკაზე მუშაობა
რუკაზე მუშაობა
პრაქტიკული მუშაობა
ვერბალური
პრაქტიკული მუშაობა
|
ჯგუფური
|
სახელმძღვანელო - ნ. ელიზბარაშვილის გეოგრაფია,ატლასი,კონტურული რუკა.
|
14 წთ
| ||||||||||||||||||
7
8
|
ჯგუფებში შესრულებული დავალების
პრეზემტაცია
ჯგუფებში მუშაობა.
შეავსონ სქემის -,,ვიცი, ვისწავლე, მაინტერესებს“ მესამე სვეტი და წარმოადგინონ
|
ვერბალური
წერილობით, ვერბალური
|
ჯგუფები
ჯგუფები
|
ფლივჩარტები,წებოვანა.მსოფლიოს ნახევარსფეროების ფიზიკური რუკა, საჩვენებელი ჯოხი.
ფლივჩარტიები, კალმები, ხლომასტერები.
|
15 წთ
1 წთ
| ||||||||||||||||||
9
10
11
|
შეჯამება. 3,2,1
შეფასაება
საშინაო დავალება:გვ. პარაგრაფი
მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია:
1.ევრაზიის საოცარი ტბების შესახებ.
2.ევრაზიის კონტინენტის რელიქტური და ენდემური ცოცხალთა სამყაროს შესახებ.
3.შეადარეთ ევრაზიის არქტიკული და ეკვატორული კლიმატური სარტყლის თავისებურებები და იმსჯელეთ, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის სამეურნეო სამიანობებზე.
|
ვერბალური
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკები
ვერბალური წერილობით
|
კლასთან
ჯგუფები,პრეზენტატორები.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. გასასვლელი ბარათები
კალმები.
სახელმძღვანელო - ნ. ელიზბარაშვილის გეოგრაფია
ინტერნეტი, დამხმარე ლიტერატურა-გეოგრაფიული ენციკლოპედია.ინტერნეტრესურსი-
|
2 წთ
2 წთ
1წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
გეო.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განათავსებს ინფორმაციას კონტურულ რუკაზე და სხვა დანხმარე თვალსაჩინოებებზე;
შშმ მოსწავლისათვის შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
აფერადებსკონტურულ რუკაზე ხმელეთსა (ყავისფერით )და წყალს (ცისფერით).
გეო.VIII.2 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნის მდებარეობა რუკაზე;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს რუკას , ატლასს და ახასიათებს ევრაზიის ცხოველთა სამყაროს, ჰავასა და შიდა წყლებს.
შშმ მოსწავლესთვის შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
· აჩვენებს ევრაზიის კონტინენტს
გეო.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რაგავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიების დამახასიათებელპეიზაჟს(ტროპიკული ტყეები,უდაბნოები,სტეპი და სხვა) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან:
შეფასების ტიპები და მეთოდები:განმსაზღვრელი, განმავითარებელი
თვითშეფასება :მოსწავლეთა თვითშეფასება -გასასვლელი ბარათი
ხელმოწერა:თ. ოსიაშვილი
სსიპ-თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი თინათინ ოსიაშვილი
2017-2018 სასწ.წელი
ღია გაკვეთილის რეფლექსია
ღია გაკვეთილი ჩავატარე 18 მაისს გეოგრაფიაში, მე-8 კლასში თემაზე-,,ევრაზიის შიდა წყლები,ჰავა და ცოცხა;ლი სამყარო“.
გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. გაკვეთილის მიზანი შეესაბამებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს.
გაკვეთილის მიზანი იყო :მოსწავლებს
· მოეხდინათ ფიზიკურ რუკაზე ორიენტირება : მდინარეების, ტბების, კლიმატური სარტყლებისა და ბუნებრივი ზონების ჩვენება.
· განეთავსებინათ ინფორმაცია კონტურულ რუკაზე და სხვადასხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე.
· დაეჯგუფებინათ ევრაზიის მდინარეები ოკეანის აუზების მიხედვით.
· შეესაბამებინათ ჰაერის მასები კლიმატურ სარტყლებს;
· ემსჯელათ ევრაზიის ჰავის მრავალფეროვნებაზე;
· ატლასის მიხედვით დაედგინათ ბუნებრივი ზონებისა და კლიმატური სარტყლების შესაბამისობა და წარმოედგინათ ცხრილის სახით.
· ემსჯელათ ბუნებრივი ზონების ათვისებასა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობაზე;
შშმ მოსწავლეს:
· ეჩვენებინა ევრაზიის კონტინენტი ატლასში ( ან ნახევარსფეროების რუკაზე);
· გაეფერადებინა ევრაზიის კონტურულ რუკაზე ხმელეთი(ყავისფერი ფანქრით) და წყალი (ცისფერი ფანქრით);
გაკვეთილი დავიწყე საორგანიზაციო საკითხებით.შემდეგ გამოვიკითხე საშინაო დავალება. აქტივობის მიზანი იყო წყვილებში დარიგებული სტიკერებზე დაწერილი ევრაზიის გეოგრაფიული სახელწოდებები ჯერ დაეხარისხებინათ, შემდეგ შეესაბამებინათ წინასწარ ფლიპჩარტზე გამზადებული ცხრილის შესაბამის გრაფაში და ბოლოს ეჩვენებინათ რუკაზე . ეს აქტივობა იყო სახალისო, რამაც გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა.
შშმ მოსწავლეს კი ატლასში უნდა ეჩვენებინა სამხრეთ ამერიკის კონტინენტი.
ამ აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი ახალი გაკვეთილის თემა ,გაკვეთილის მიზანი და აქტივობები. შევახსენე შეფასების რუბრიკები.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით თითოეულ ჯგუფს დავურიგე ფლიპჩარტები, რომელზეც წარმოდგენილი იყო სქემა-,,ვიცი, ვისწავლე, მაინტერესებს“ და ვთხოვე შეევსოთ სქემის პირველი გრაფა. რისთვისაც მათ უნდა გაეხსენებინათ, რა იციან, ან რაც ჰგონიათ რომ იციან მოცემული საკითხის შესახებ.პირველი ჯგუფს ევრაზიის ჰიდროსფეროს, მეორე ჯგუფს კლიმატის და მესამე ჯგუფს ცოცხალი სამყაროს შესახებ. განსაზღვრული დროის შემდეგ გააკეთეს პრეზენტაციები. ამ აქტივობამ გაზარდა მოტივაცია და გაახალისა მოსწავლეები ახალ მასალაზე სამუშოდ.
ამის შემდეგ ახალ მასალაზე სამუშაოდ ჯგუფებს დავურიგე ბარათები გაკვეთილის მიზნის შესაბამისი დავალებებით.მივეცი მკაფიო და გასაგები ინსტრუქცია,შეევსოთ სქემის მეორე გრაფა ,,ვისწავლე“ განვუსაზღვრე სამუშო დროის ხანგრძლივობა.მუშაობის დროს ვაკვირდებოდი მოსწავლეებს ჩემ მიერ წინასწარ შედგენილი ჯგუფური მუშაობის სქემის მიხედვით.ვაძლევდი მითითებებს და ვუწევდი კონსულტირებას.ვფიქრობ ჯგუფებმა იმუშავეს საკმაოდ ორგანიზებულად და აქტიურად, შეინიშნებოდა ურთიერთპატივისცემა და აზრთა გაზიარება . დროის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ასევე დროის ლიმიტის დაცვით წარმოადგინეს შესრულებული დავალებები.პრეზენტაციის დროს თითოეული ჯგუფის პრეზენტატორს ვაძლევდი შესაბამის უკუკავშირსა და განმსაზღვრელ შეფასებას.
ჯგუფებში აქტიური ჩართულობისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მოსწავლეებმა დაკისრებულ დავალებას კარგად გაართვეს თავი.ამ აქტივობამ ვფიქრობ ხელი შეუწყო მოსწავლეებში: რუკაზე ორიენტირების უნარ-ჩვევების,კონტურულ რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევების, შედარებისა და მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარებასა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
.შშმ მოსწავლის ჩართულობის მიზნით გავითვალისწინე შშმ მოსწავლეს ემუშავა პირველ ჯგუფთან.
შემდეგი აქტივობა ითვალისწინებდა სქემის - ვიცი, ვისწავლე, მაინტერესებს“ ბოლო გრაფის შევსებას, სადაც კარგად გამოჩნდა მათი დამოკიდებულება და ინტერესი შესასწავლი საკითხისადმი.
ამის შემდეგ გაკვეთილის შეჯამება-გამთლიანების მიზნით, მოსწავლეებმა სტრატეგია - ,,3, 2,1 ,,-ის გამოყენებით შეაჯამეს გაკვეთილი.3 რამ, რაც ყველაზე კარგად გავიგეთ. 2 რამ, რაც ბუნდოვანი იყო და 1,რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს.
გაკვეთილის შეჯამების შემდეგ ჯგუფებს მივეცი განმავითარებელი შეფასება, ჯგუფებიდან კი პრეზენტატორებს განმსაზღვრელი შეფასება. ამის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე გასასვლელი ბილეთები, რაც დამეხმარება, თუ რა უნდა გავითვალისწინო შემდგომი გაკვეთილის დაგეგმვისას.
გაკვეთილის ბოლოს შევახსენე საშინაო დავალება და მივუთითე დასვენებაზე წაეკითხათ ფლიპჩარტზე დაწერილი დამატებით მოსაძიებელი დავალებები.
შშმ მოსწავლის საშინაო დავალება ითვალუსწინებდა ევარჯიშა ატლასში ევრაზიის კონტინენტის ჩვენებასა და დამახსოვრებაზე.
ვფიქრობ, გაკვეთილი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და დინამიურად მიმდინარეობდა. გამოვიყენე მრავალფეროვანი სტრატეგიები და მამოტივირებული აქტივობები.ჩემ მიერ დასმული შეკითხვები და შედგენილი ბარათები აგებული იყო ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით,რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. მოსწავლეებს რეგულარულად ვაწვდიდი უკუკავშირს,შესაბამისად ვიყენებდი მოსწავლეთა შექებასა დაწახალისებას,ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას.
გაკვეთილის მიზანი მიღწეული იყო, მაგრამ შემდგომი გაკვთილის დაგეგმისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინო და გავაუმჯობესო დროის მენეჯმენტი, ვინაიდან მიუხედავად იმისა,რომ დრო განსაზღვრული მქონდა,მოსწავლეებსაც ვეუბნებოდი თითოეული აქტივობისათვის საჭირო დროს, მაინც ვერ ჩავეტიე დროში.
ხელმოწერა: თ. ოსიაშვილი
21.05. 2018 წ.
No comments:
Post a Comment